მომსახურების პირობები
ბოლო განახლება: 4 სექტემბერი, 2026
1. მომსახურება
Mentra არის AI ხილვადობის მონიტორინგის პლატფორმა. ის ამოწმებს თქვენ მიერ არჩეულ კითხვებზე AI მოდელების პასუხებს, აჩვენებს ბრენდისა და კონკურენტების ხსენებებს, ციტირებებს, ტონს, რეკომენდაციებს, კონტენტის შესაძლებლობებსა და AI crawler/AI referral მოვლენებს.
2. ანგარიში და პასუხისმგებლობა
ანგარიშის გამოყენებისას ადასტურებთ, რომ მითითებული ორგანიზაციისა და ვებსაიტის სახელით მოქმედების უფლება გაქვთ. პასუხისმგებელი ხართ ანგარიშის უსაფრთხოებაზე, წევრებისთვის წვდომის მართვაზე და პლატფორმაში შეტანილი მონაცემების სიზუსტეზე.
3. AI პასუხების ბუნება
პასუხებს წარმოქმნიან დამოუკიდებელი მესამე მხარის AI პროვაიდერები. პასუხები შეიძლება განსხვავდებოდეს დროის, ენის, ბაზრის, მოდელისა და პროვაიდერის მიხედვით და შეიძლება შეიცავდეს უზუსტობას. Mentra-ის მეტრიკები და რეკომენდაციები საინფორმაციო ინსტრუმენტია და არ წარმოადგენს გაყიდვების, პოზიციის, ციტირების ან კონკრეტული AI პასუხის გარანტიას.
4. გამოყენების ლიმიტები
თითოეულ პაკეტს აქვს პრომფთების, კონკურენტების, წევრებისა და AI გამოყენების ლიმიტები. AI გამოყენება ითვლება კონკრეტული მონიტორინგის რეალური რესურსის მიხედვით და ახლდება თქვენი პაკეტის განახლების თარიღზე. ლიმიტის ამოწურვისას შეგიძლიათ აირჩიოთ უფრო მაღალი პაკეტი.
5. გადახდა
ამჟამად პაკეტის გააქტიურება ხდება ინვოისის მოთხოვნისა და საბანკო გადარიცხვის დადასტურების შემდეგ. გადახდის ვადა და თანხა ნაჩვენებია ინვოისში. ბარათით გადახდა პლატფორმაზე ამ ეტაპზე არ არის ხელმისაწვდომი. ფასის, პაკეტის ან ვადის ცვლილებისას ის აისახება ახალ ინვოისსა და პაკეტის არჩევის გვერდზე.
6. Cloudflare და სერვერის ინტეგრაცია
AI ტრაფიკის ინტეგრაციის კოდი უნდა ჩასვათ მხოლოდ იმ Cloudflare Worker-ში, CDN-ში ან სერვერზე, რომლის მართვის უფლებაც გაქვთ. თქვენ პასუხისმგებელი ხართ საკუთარი ინფრასტრუქტურის წესებთან, მომხმარებლის შეტყობინებასთან და მოქმედ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.
7. თქვენი კონტენტი
თქვენ ინარჩუნებთ უფლებას თქვენ მიერ დამატებულ პრომფთებზე, ბრენდისა და კონკურენტების მონაცემებსა და კონტენტის დრაფტებზე. Mentra ავტომატურად არ აქვეყნებს ან არ ცვლის თქვენს ვებსაიტზე არსებულ კონტენტს. კონტენტის დრაფტი საჭიროებს თქვენს შემოწმებასა და დამტკიცებას.
8. აკრძალული გამოყენება
აკრძალულია პლატფორმის გამოყენება არაუფლებამოსილი წვდომისთვის, მასობრივი ან მავნე მოთხოვნების გასაშვებად, სხვა პირის მონაცემების დარღვევით ან მომსახურების ინფრასტრუქტურის გადატვირთვის მიზნით. დარღვევის შემთხვევაში შეიძლება შევზღუდოთ ან შევაჩეროთ წვდომა.
9. კონტაქტი
კითხვებისთვის: noreply@mentra.ge · +995 598 55 44 20 · თბილისი, აბაშიძე-ორბელიანის 2.
